ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი მიმოხილვა

რა არის პარაპლანი ?

 

   პარაპლანი არის  თავისუფლად მფრენი საჰაერო ხომალდი, რომლის გაშვებაც ხდება ადამიანის ფეხის კიდურების საშუალებით. პილოტი ზის სპეციალურად შეკერილ ჩანთაში, რომელიც ჰკიდია უშუალოდ პარაპლანის ცენტრში, მის ფორმას აყალიბებს ფრთის წინ არსებული ხვრელებიდან, მაღალი წნევით შემავალი ჰაერი,  იგი გახლავთ ძალიან მსუბუქი და კომპაქტური, დაკეცილ მდგობარეობაში მისი მოცულობა 0.5 კუბურ მეტრს არ აღემატება, ამის გამო მისი ზიდვა ადამიანისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

რა არის პარაგლაიდინგი ?

 

  პარაპლანი არის მფრინავი ობიექტი რომლისთვისაც საჭიროა თბილი ჰაერის მასა, რომელიც მას ეხმარება სიმაღლის აკრეფვაში.  ამწევი ძალის წარმომქმნელი ძირითად წყაროდ კი  გამთბარი მიწის ზედაპირი გვევლინება, რის შედეგადაც წარმოიქმნება აღმავალი ჰაერის სვეტი, ეგრედ წოდებული „თერმიკი“ .  ასევე, როდესაც ქარი უბერავს გორის ან მთის ციცაბო კალთაზე, 90 გრადუსიანი კუთხით, წარმოიქმნება ამწევი ძალა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვინავარდოთ პარაპლანით მთის კიდის გასწვრივ.

მთიან გარემოში ძირითად ამწევ ძალას წარმოადგენს „თერმიკი“, ბევრი გამოცდილი მფრინავი იყენებს ბუნების ამ საოცარ მოვლენას, რათა იფრინოს მარშუტზე ასობით კილომეტრი.

შედარებით დაბალმთიან რაიონში კი საფრენად ძირითადად  გამოიყენება მთის კალთისა და ქარის მიერ ერთობლივად წარმოქმნილი ამწევი ძალა.


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 07 ივლ 2019 12:00 - 19:00
კახეთი საგარეჯო / Kakheti (Sagarejo) 07 ივლ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 06 ივლ 2019 12:00 - 19:00
სიღნაღი გალავანი / Sighnaghi Galavani 23 ივნ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 22 ივნ 2019 11:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 16 ივნ 2019 10:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 12 ივნ 2019 11:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 09 ივნ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 08 ივნ 2019 10:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 02 ივნ 2019 10:30 - 19:00
ფრენების კალენდარი