გასეირნება პარაპლანით

გასეირნება პარაპლანით

როგორ დავჯავშნო ფრენა საქართველოს პარაგლიდინგის ფედერაციაში?

იხილეთ ჯავშნის ფორმა

მოგესალმები მეგობარო! :)

  ჩვენ ძირითადად დავფრინავთ შაბათ-კვირას, ხოლო დანარჩენ დღეებში ძეგიძლიათ შეგვითანხმდეთ ინდივიდუალუარდ.

       ჩვენს მიერ დაგეგმილი საფრენი დღის განმავლობაში (იხ. ფრენის განრიგი) თბილისის ზღვაზე ფრენის ფასი შეადგენს 60 ლარს ერთ ადამიანზე, ვიდეო გადაღების ჩათვლით, გადაღების გარეშე კი 50 ლარს.  თუ თქვენ ინდივიდულურად გსურთ საფრენი დღის დაგეგმვა დაგკვიკავშირდით! (იხ. კონტაქტი)

  ასაკობრივი ან წონითი შეზღუდვა არ გვაქვს. თუ თქვენ გეშინიათ ფრენის ან გაგაჩნიათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ზღუდავს გადატვირთვებს, გთხოვთ, აუცილებალდ შეგყატყობინოთ!

    გასათვალისწინებელია ის არასასურველი და მოულოდნელი ფაქტორი, რომ ამინდის შესაძლო უეცარი ცვლილებების გამო, ფრენა შეიძლება გადაიდოს, ასე რომ თუ არ ჩატარდა ფრენა, გირჩევთ რამე სხვა დაგეგმოთ, ანუ იქონიოთ plan B, რომ ტყუილად არ დაგეკარგოთ მთელი დღე! :) (დაგვიჯერეთ, სასარგებლო რჩევაა!) რაც მთავარია ჩვენ სისტემაში თქვენი არსებული ჯავშანი არ უქმდება და არც არასდროს გაუქმდება მანამ სანამ არ მიიღებთ შეკვეთილ სერვისს.

   ფრენის დაჯავშნის ფორმის შევსების შემდეგ, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით ერთი დღით ადრე, საღამოს. გამოგიგზავნით საინფორმაციო SMS-ს ან უშუალოდ დაგირეკავთ.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. იხ. (კონტაქტი)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ დაგეგმილი „ივენთების კალენდარი“, სადაც აღნიშნულია ფრენის დაწყების დრო და ადგილმდებარეობა.

ასევე იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე 

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გუნდი.

#იფრინე


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 07 ივლ 2019 12:00 - 19:00
კახეთი საგარეჯო / Kakheti (Sagarejo) 07 ივლ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 06 ივლ 2019 12:00 - 19:00
სიღნაღი გალავანი / Sighnaghi Galavani 23 ივნ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 22 ივნ 2019 11:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 16 ივნ 2019 10:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 12 ივნ 2019 11:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 09 ივნ 2019 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 08 ივნ 2019 10:30 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 02 ივნ 2019 10:30 - 19:00
ფრენების კალენდარი